პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი 12 მარტს აშშ-ს ეწვევიან. ვიზიტის შესახებ განცხადება პოლონეთის პრეზიდენტისა და პრემიერის ოფისებმა გაავრცელეს.
ვიზიტის ფარგლებში, დუდა და ტუსკი თეთრ სახლში მოლაპარაკებებს გამართავენ აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან.
გარდა ამისა, დუდა შეხვდება სენატის უმრავლესობის ლიდერს, ჩაკ შუმერს და რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერს, მიჩ მაკკონელს.
პოლონეთის პრეზიდენტი ასევე შეხვდება პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს და პალატის დემოკრატების ლიდერს, ჰაკიმ ჯეფრისს.
ამის შემდეგ დუდა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან მოლაპარაკებებისთვის ბრიუსელში გაემგზავრება.
თეთრმა სახლმა აღნიშნა, რომ პოლონელი ლიდერების ვიზიტი ემთხვევა პოლონეთის ნატო-ში გაწევრიანების 25 წლისთავს და ხაზს უსვამს აშშ-ისა და პოლონეთის საერთო, ურყევ ერთგულებას ალიანსის მიმართ.