ანჯეი დუდა - არ ვიცი, დაიბრუნებს თუ არა უკრაინა ყირიმს, მაგრამ მჯერა, რომ დაიბრუნებს დონეცკსა და ლუგანსკს
ანჯეი დუდა - არ ვიცი, დაიბრუნებს თუ არა უკრაინა ყირიმს, მაგრამ მჯერა, რომ დაიბრუნებს დონეცკსა და ლუგანსკს

არ ვიცი, დაიბრუნებს თუ არა უკრაინა ყირიმს, მაგრამ მჯერა, რომ დაიბრუნებს დონეცკსა და ლუგანსკს, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ყირიმი განსაკუთრებული ადგილია, მათ შორის ისტორიული მიზეზების გამო, რადგან ისტორიულად ის დიდი ხნის განმავლობაში იყო რუსეთის ხელში.

„დღეს რუსეთი უკრაინაში გამარჯვებას ცდილობს. მე ამას ვიტყვი: თუ რუსეთი შეინარჩუნებს უკრაინის ტერიტორიებს, ეს, ფაქტობრივად, რუსეთის გამარჯვება იქნება და მაშინ რუსეთის მხრიდან ახალი თავდასხმის ალბათობა ძალიან მაღალია“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.

პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებას პოლონეთში უკრაინის ელჩი ვასილი ზვარიჩი გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ რუსეთის მიერ ყირიმის დროებითი ოკუპაცია არის სამხედრო დანაშაული, რისთვისაც ის დაისჯება.