ანჯეი დუდა - არ გვაქვს რაიმე სახის დამაჯერებელი მტკიცებულება, თუ ვინ ისროლა რაკეტა, დიდი ალბათობით, ეს რუსული რაკეტაა, მაგრამ ჯერ კიდევ გამოძიების საგანია
ანჯეი დუდა - არ გვაქვს რაიმე სახის დამაჯერებელი მტკიცებულება, თუ ვინ ისროლა რაკეტა, დიდი ალბათობით, ეს რუსული რაკეტაა, მაგრამ ჯერ კიდევ გამოძიების საგანია

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა აცხადებს, რომ ქვეყანას ჯერ არ აქვს კონკრეტული მტკიცებულება, ვინ ისროლა რაკეტა, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე ჩავარდა.

„ამჟამად, არ გვაქვს რაიმე სახის დამაჯერებელი მტკიცებულება, თუ ვინ ისროლა რაკეტა. დიდი ალბათობით, ეს რუსული რაკეტაა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ გამოძიების საგანია“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.

მანამდე, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ქვეყნის ტერიტორიაზე ჩავარდნილი რაკეტა რუსეთშია დამზადებული, თუმცა განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, საიდან იყო ნასროლი რაკეტა. უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარეს.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება ასევე გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა. ჯო ბაიდენის განცხადებით, ნაკლებსავარაუდოა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტა რუსეთიდანაა ნასროლი.