ანჯეი დუდა აცხადებს, რომ ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის არა ორი, არამედ სამი პროცენტი უნდა დახარჯონ
პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, აშშ-ში ვიზიტის დროს აპირებს, ახალი ინიციატივით გამოვიდეს, რომ ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის არა ორი, არამედ სამი პროცენტი დახარჯონ.
ანჯეი დუდას თქმით, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის წევრებისთვის თავდაცვა უმთავრეს პრიორიტეტად აქცია და პოლონეთი მშპ-ის დაახლოებით 4%-ს ხარჯავს თავისი შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე.
„მინდა, შემოგთავაზოთ, რომ ნატო-ს ქვეყნებმა ერთად გადაწყვიტონ თავდაცვისთვის მშპ-ის არა 2%, არამედ 3% დახარჯონ და რომ ეს იყოს ზღვარი“, – განაცხადა დუდამ.
მისი თქმით, ნატო-ს პასუხი რუსეთისადმი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უნდა იყოს „მკაფიო და თამამი“.
შეგახსენებთ, პოლონეთის პრემიერი დონალდ ტუსკი და პრეზიდენტი ანჯეი დუდა ვაშინგტონს ეწვევიან.