ანი წითლიძე - ვამაყობ იმით, რაც ცხრა წლის განმავლობაში საგარეო კურსით „ნაციონალურ მოძრაობას“  უკეთებია
ანი წითლიძე - ვამაყობ იმით, რაც ცხრა წლის განმავლობაში საგარეო კურსით „ნაციონალურ მოძრაობას“ უკეთებია

ვამაყობ იმით, რაც ცხრა წლის განმავლობაში საგარეო კურსით „ნაციონალურ მოძრაობას“ უკეთებია, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, არის თუ არა რუსეთთან დაკავშირებით ხელისუფლების პოლიტიკაზე „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები უხერხული მაშინ, როდესაც ამ პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ლიდერები და პრეზიდენტი საუბრობდნენ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების აუცილებლობაზე, რაც საქართველოს ნატო-სთან ინტეგრაციის დაჩქარებაში დაეხმარებოდა, აქტიური საუბარი იყო სავაჭრო კონტაქტების გააქტიურებაზე და აგვისტოს ომიდან ძალიან მალე მიღებული იქნა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება.

„საამაყო არის „ნაციონალური მოძრაობის“ ის ცხრა წელი ჩემთვის, მით უმეტეს, საგარეო კუთხით“, – აღნიშნა წითლიძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, იყო თუ არა საამაყო რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება მაშინ, როცა საქართველოსთან ომი ახალი დასრულებული იყო, ანა წითლიძემ განაცხადა, რომ ის ამაყობს ყველა იმ ნაბიჯით, რაც საგარეო მიმართულებით „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუკეთებია.

„ძალიან არასწორად ადარებთ ამ ყველაფერს. სამარცხვინო რაც არის, არის ის, როგორც ახლა იქცევა „ქართული ოცნება“, როდესაც არის მთავარი მოკავშირე პუტინის და როდესაც არის მთავარი მოკავშირე ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებულ რუსეთთან“, – განაცხადა ანა წითლიძემ.