გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელს, ანგელა მერკელსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას გამოცემა „დოიჩე ველე“ ავრცელებს.ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, პუტინმა და მერკელმა ბელარუსის საზღვარზე არსებული მიგრანტების კრიზისი განიხილეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი ინიციატივით გამოვიდა, რომ მიგრანტების კრიზისის გადასაჭრელად, სწრაფად აღდგეს ბელარუსსა და ევროკავშირს შორის კომუნიკაცია.
სატელეფონო საუბრის დროს, ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ საზღვარზე არსებული სიტუაცია ბელარუსის რეჟიმის მიერაა პროვოცირებული, რომელიც უდანაშაულო ხალხს ევროკავშირის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომისთვის იყენებს. გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის დროს მერკელმა და პუტინმა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში არსებულ სიტუაციაზეც იმსჯელეს.
ეს ლიდერებს შორის ამ კვირაში განხორციელებული უკვე მეორე სატელეფონო ზარია. მერკელმა და პუტინმა ტელეფონით 10 ნოემბერსაც ისაუბრეს.