ანგელა მერკელსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
გერმანიის კანცლერსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
გავრცელებული ინფორმაციით, ანგელა მერკელმა და ვლადიმერ პუტინმა 9 დეკემბერს პარიზში გამართული ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრა შეაფასეს.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ასევე ისაუბრეს ენერგოუსაფრთხოებასა და უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტზე.