ანგელა მერკელს გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე ყოფნის ვადა ოფიციალურად ამოეწურა
ანგელა მერკელს გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე ყოფნის ვადა დღეს ოფიციალურად ამოეწურა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
ქვეყნის პრეზიდენტმა, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა კანცლერის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებას ხელი მოაწერა, თუმცა მერკელს სთხოვა, მთავრობის მეთაურის მოვალეობა მანამდე შეასრულოს, ვიდრე მის შემცვლელს არ აირჩევენ.
შესაბამისად, ანგელა მერკელი დღეიდან კანცლერის მოვალეობის შემსრულებელი იქნება.
ახალი მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დეკემბრის დასაწყისში უნდა დასრულდეს.