გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა მალიში გერმანელი სამხედროები მოინახულა, რომლებიც აფრიკის ქვეყანაში გაერო-ს სამშვიდობო მისიის ფარგლებში იმყოფებიან.
ანგელა მერკელი მალიში დასავლეთ აფრიკაში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ჩავიდა.
გერმანიის კანცლერმა თავისი აფრიკული ტურნე ბურკინა-ფასოდან დაიწყო. ის ბურკინა-ფასოს დახმარების სახით 20 მილიონი ევროს გამოყოფას დაპირდა.
გარდა ამისა, მისი თქმით, უახლოს პერიოდში გერმანია საჰელის რეგიონის ხუთი სახელმწიფოსთვის – ბურკინა-ფასოს, ნიგერის, ჩადის, მალისა და მავრიტანიისთვის 60 მილიონ ევროს გამოყოფს.
აფრიკული ტურნეს ფარგლებში, გერმანიის კანცლერი ნიგერში ქალთა თავშესაფრის მშენებლობასაც დაათვალიერებს