ანგელა მერკელმა ერევნის ცენტრში გაისეირნა და მოქალაქეებთან ერთად სურათები გადაიღო
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ერევნის ცენტრში გაისეირნა და მოქალაქეებთან ერთად სურათები გადაიღო. ფოტოებს სოციალურ ქსელში სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ავრცელებს. ანგელა მერკელთან ერთად ერევნის ჩრდილოეთის პროსპექტზე იმყოფებოდნენ თავად ფაშინიანი, მისი მეუღლე და სომხეთის პრეზიდენტი.
„გერმანიის კანცლერმა სიამოვნებით გადაიღო სურათები ათობით მოქალაქესთან ჩრდილოეთის პროსპექტზე“, – წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი „ფეისბუქში“.
ანგელა მერკელი ერევანში დღეს საქართველოდან ჩაფრინდა. მან უკვე გამართა მოლაპარაკებები სომხეთის პრემიერთან. დილით კანცლერი ბაქოში გაემგზავრება, სადაც სამხრეთკავკასიურ ტურნეს დაასრულებს.