ანგელა მერკელმა და ზურაბ პოლოლიკაშვილმა ბერლინში ტურისტული გამოფენა გახსნეს
ბერლინში უმსხვილესი ტურისტული გამოფენა ITB Berlin გაიხსნა. ღონისძიების სტუმრებს დღეს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, ბერლინის მერმა მიქაელ მიულერმა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშილმა მიმართეს.
ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ტურიზმი ადამიანებს აახლოვებს და ქმნის საფუძველს ეკონომიკური ზრდისთვის.
ზურაბ პოლოლიკაშვილმა კი მდგრადი განვითარების მნიშვნელობასა და პოზიტიურ ტურისტულ სტატისტიკაზე ისაუბრა.
2017 წელს მსოფლიოში საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობა შვიდი პროცენტით გაიზარდა და რეკორდულ ნიშნულს, 1.3 მილიარდს მიაღწია.