ანგელა მერკელის პარტიის კანცლერობის კანდიდატი არმინ ლაშეტი აცხადებს, რომ მზადაა „ქრისტიან დემოკრატიული“ კავშირის ლიდერის პოსტი დატოვოს
ანგელა მერკელის პარტიის კანცლერობის კანდიდატი არმინ ლაშეტი აცხადებს, რომ მზადაა „ქრისტიან დემოკრატიული“ კავშირის ლიდერის პოსტი დატოვოს.
როგორც გერმანული მედია წერს. ლაშეტი ამბობს, რომ მზადაა უარი თქვას საკუთარ ამბიციებზე, თუ მისი პარტია „მწვანეებთან“ და „თავისუფალ დემოკრატებთან“ კოალიციურ მთავრობაზე მოლპარაკებას დაიწყებს.
როგორც მედია წერს, ლაშეტი მის შემცვლელად ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ტრანსპორტის მინისტრს ჰენრიხ ვიუსტს განიხილავს.
როგორც ცნობილია ქრისტიან დემოკრატიულმა კავშირმა, რომელსაც ლაშეტი მეთაურობდა, სექტემბერში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა.
თუმცა, გერმანიას ჯერ ახალი მთავრობა არ ჰყავს, რადგან პარტიებს შორის კოალიციაზე მოლაპარაკებები გრძელდება.