ნახშირბადის გამოყოფის შესამცირებლად პარიზის შეთანხმება იყო მხოლოდ გლობალური მცდელობის დასაწყისი კლიმატის ცვლილებებთნ საბრძოლველად. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა გაეროს კონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ ვიცით, რომ პარიზის შეთანხმება დასაწყისია. ასევე ვიცით, რომ ამჟამინდელი ვალდებულებით თანხვედრაში არ ვართ 2%-იანი, ან 1.5%-იანი შემცირების მიზანთან“ – აღნიშნა ანგელა მერკელმა.
საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა საფრანგეთის პრეზიდენტიც. ემანუელ მაკრონმა მონაწილე ქვეყნებს მოუწოდა, რომ შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლით გამოწვეული დარტყმა კომპენსაციებით დააბალანსონ.
„მე გთავაზობთ, რომ აშშ ევროპამ შეცვალოს და საფრანგეთი მიიღებს ამ გამოწვევას“ – თქვა მაკრონმა.