ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ რუსეთმა „საშუალო მანძილზე მოქმედი ბირთვული ძალების შეთანხმება“ დაარღვია
გერმანია აშშ-ის მსგავსად ფიქრობს, რომ რუსეთმა „საშუალო მანძილზე მოქმედი ბირთვული ძალების შეთანხმება“ დაარღვია, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა.
კანცლერის თქმით, მას ესმის, რატომ გეგმავს ვაშინგტონი ცივი ომის დროინდელი შეთანხმებიდან გასვლას, თუ რუსეთი აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან 1987 წლის ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, „საშუალო მანძილზე მოქმედი ბირთვული ძალების შეთანხმებას“ საბოლოოდ მიმდინარე წლის ზაფხულში დატოვებს.