ანგელა მერკელი - თურქეთის ეკონომიკური დესტაბილიზაციის ინტერესი არავის აქვს
თურქეთის ეკონომიკური დესტაბილიზაციის ინტერესი არავის აქვს – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა.
მისი თქმით, გერმანიის ინტერესშია, რომ თურქეთი ეკონომიკურად აყვავებული იყოს. გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, თურქეთის ხელისუფლებამ ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობა უნდა უზრუნველყოს.
თურქეთის სავალუტო კრიზისს გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრიც. ჰეიკო მაასის თქმით, თურქეთში განვითარებული მოვლენები დიდ შეშფოთებას იწვევს. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ აშშ-სთან და გერმანიასთან დიპლომატიური კავშირების გასაუმჯობესებლად, თურქეთმა მეტი უნდა გააკეთოს, რაც ეკონომიკური პრობლემების მოგვარებასაც დაეხმარება.
მიმდინარე წლის განმავლობაში თურქული ლირა დოლართან მიმართებაში 40%-ზე მეტით გაუფასურდა.