საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან გამართული მოლაპარაკებებისა და ერთობლივი პრესკონფერენციის შემდეგ, ანგელა მერკელი საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაემართა. გერმანიის კანცლერი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს ხვდება.
ანგელა მერკელი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით დღეს ესტუმრა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ანგელა მერკელის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ანგელა მერკელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უმასპინძლა.