ანგელა მერკელი - როგორც აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრამ აჩვენა, დიალოგი კონფლიქტების მოგვარების საუკეთესო გზაა
როგორც აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრამ აჩვენა, დიალოგი კონფლიქტების მოგვარების საუკეთესო გზაა. ამის შესახებ ევროკავშირის სამიტის დაწყების წინ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა.
რუსეთთან ურთიერთობები სამიტზე განსახილველი ერთ-ერთი საკითხია.
„რაც შეეხება რუსეთს, განვიხილავთ, თუ როგორ უნდა გავცდეთ ხუთ სახელმძღვანელო პრინციპს რუსეთთან ურთიერთობებში, რა რეაგირება მოვახდინოთ რუსეთისგან მომდინარე პროვოკაციებზე და როგორ შეგვიძლია წარვადგინოთ დისკუსიის ფორმატები. ჩვენ ასევე ვისწრაფით რუსეთთან ღია საუბრისკენ, როგორც ვიხილეთ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრიდან, დიალოგი კონფლიქტების მოგვარების საუკეთესო გზაა“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.
შეგახსენებთ, დასავლური მედიის ცნობით, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები რუსეთ-ევროკავშირის სამიტის გამართვის ინიციატივით გამოდიან.