პოლიტიკოსებს შორის მსოფლიშო ყველაზე მეტად ანგელა მერკელს ენდობიან. ასეთია ამერიკული ანალიტიკური ცენტრის Pew-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.
კვლევის ფარგლებში 25 ქვეყნის მოქალაქე გამოკითხეს. რესპონდენტთან 52%-მა განაცხადა, რომ პოლიტიკოსებს შორის მათ ნდობას გერმანიის კანცლერი იმსახურებს. მერკელი მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება კვლევის მონაწილეთა მესამედმა გამოხატა.
რეიტინგში მეორე ადგილს ემანუელ მაკრონი იკავებს, მას გამოკითხულთა 45%-მა მისცა. მესამე ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი.
მეოთხე პოზიციაზე აღმოჩნდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია, რომელსაც კვლევის დროს გამოკითხულთა 30%-ი ენდობა, ხოლო 62%-ს მისი არ სჯერა. აღსანიშნავია, რომ რიეტინგში პუტინმა აშშ-ის ლიდერს გადაუსწრო. როგორც აღმოჩნდა აშშ-ის ლიდერის მიმართ ნდობა რესპოდენტთა 70%-ს არ აქვს.
გამოკითხულთა 70%-მა აღნიშნა, რომ მსოფლიოში ჩინეთის გავლენა ბოლო პერიდოში გაზრდილია. რესპოდენტთა ნაწილი რუსეთის გაძლიერებაზეც ამახვილებს ყურადღებას. თუმცა, კვლევის მონაწილეთა უმრავლესობას ურჩევნია, რომ მსოფლიოში ლიდერობა აშშ-მა შეინარჩუნოს.
საერთო ჯამში რეიტინგის ავტორები აცხადებენ, რომ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, აშშ-ის მიმართ ნდობა შემცირდა.
რესპონდენტებმა უარყოფითად დაახასიათეს აშშ-ის საგარეო პოლიტიკა. გამოკითხვის მონაწილეთა თქმით, ვაშინგტონი სულ უფრო ნაკლებად ცდილობს, გლობალური პრობლემების გადაჭრას. ყველაზე მეტად აშშ-ის პოლიტიკით იმედგაცურებულები ვაშინგტონის მოკავშირე ქვეყნებში არიან.