ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ ევროპამ საკუთარი ბედი თავად უნდა განსაზღვროს და აშშ-ის იმედად აღარ უნდა იყოს
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ ევროპამ საკუთარი ბედი თავად უნდა განსაზღვროს და ამერიკის შეერთებული შტატების იმედად აღარ უნდა იყოს.
„აღარ არის ისე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უბრალოდ გვიცავს. ევროპამ თავად უნდა განსაზღვროს საკუთარი მომავალი. ეს მომავლის დავალებაა”, – განაცხადა კანცლერმა.
ეს განცხადება მერკელმა იმ ფონზე გააკეთა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ირანის ბირთვული შეთანხმება დატოვა, შეთანხმების ევროპელმა მონაწილეებმა კი განაცხადეს, რომ პირობების შესრულებას განაგრძობენ.