ანგელა მერკელი კორონავირუსის ვაქცინის შესაქმნელად მსოფლიოს ძალისხმევის გაერთიანებისკენ მოუწოდებს
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მთელ მსოფლიოში პოლიტიკოსებს და ეკონომისტებს მოუწოდებს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნისთვის თანხები გამოყონ. მისი თქმით, ეფექტური ვაქცინის შესაქმნელად საჭიროა რვა მილიარდი ევრო.
„ჩვენ ვირუსის მხოლოდ გაერთიანებული ძალისხმევით დავამარცხებთ“, – განაცხადა ანგელა მერკელმა. მან ეს განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით გამართულ ვიდეოკონფრენეციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მისი თქმით, ბერლინი მზად არის, მხარი დაუჭიროს კორონავირუსთან ერთობლივად ბრძოლის ინიციატივას.
ამავე ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. მისი თქმით, უნდა არსებობდეს მყარი გარანტია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ყველა ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი. მაკრონმა მოუწოდა დიდი შვიდეულის წევრ სახელმწიფოებს და ჩინეთს, ჩაერთონ ამ ერთობლივ ძალისხმევაში.
აშშ-ში განაცხადეს, რომ პირველ ეტაპზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივას არ შეუერთდებიან.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურუსულა ფონ დერ ლაიენმა 4 მაისს მოიწვია დონორების საერთაშორისო ონლაინკონფერენცია, რომელის მთავარი თემა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა იქნება.