ანგელა მერკელი - იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც თავშესაფრის მიღების სურვილი ექნებათ, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გადაწყვეტს „თალიბანი“ ქვეყნის მართვას
10 000-დან 40 000-მდე ადგილობრივ თანამშრომელს, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციაში მუშაობენ და ავღანეთში რჩებიან, შესაძლოა, გერმანიაში წასვლის სურვილი გაუჩნდეთ, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა.
გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც თავშესაფრის მიღების სურვილი ექნებათ, დამოკიდებულია იმ ფაქტორზე, თუ როგორ გადაწყვეტს „თალიბანი“ ქვეყნის მართვას.
ევაკუაციის პროცესში გერმანიამ ავღანეთიდან 5 300-მდე ადამიანი გამოიყვანა, რომელთა შორის 4 000-ზე მეტი ავღანეთის მოქალაქეა.
მერკელის განცხადებით, უკვე დაუკავშირდა ევროკავშირის სხვა ლიდერებს ავღანეთის დედაქალაქში ევროკავშირის ყოფნის შენარჩუნებისთვის, რაც „თალიბანთან“ კონტაქტების შენარჩუნებას ისახავს მიზნად. გერმანიის კანცლერის თქმით, ეს დიპლომატიური აღიარება არ იქნება.
მერკელმა ხაზი გაუსვა ქაბულის აეროპორტის მნიშვნელობას ჰუმანიტარული დახმარების თვალსაზრისით.