ანგელა მერკელი - გერმანია „თალიბანთან“ სასაუბროდ მზად არის
ანგელა მერკელი - გერმანია „თალიბანთან“ სასაუბროდ მზად არის

გერმანია მზადაა, „თალიბანთან“ სასაუბროდ, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლის დროს განაცხადა.

მისი თქმით, გერმანია მზადაა, ისაუბროს „თალიბანთან“, რათა შეინარჩუნოს წარსულის 20 წლის მიღწევები, თუმცა ბერლინი თალიბებთან უპირობო შეთანხმებებს არ გააფორმებს.

მისივე თქმით, გერმანია გააგრძელებს სამხედროებისა და პერსონალის ევაკუაციას.

„ეს პროცესი გაგრძელდება, ვიდრე საჭირო იქნება“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

მერკელის განცხადებით, გერმანია მხარს უჭერს გაერო-ს უწყებებს, რომლებიც ავღანეთში ხალხს ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ. მერკელის ინფორმაციით, გერმანიამ ავღანეთიდან 4 600 ადამიანის ევაკუაცია უკვე განახორციელა და ბერლინი გააგრძელებს იმ ადამიანების დახმარებას, ვინც წლების განმავლობაში ეხმარებოდა კოალიციურ ძალებს ავღანეთში.