ანგელა მერკელი - გავაკეთებ ყველაფერს, რომ ბრიტანეთმა ევროკავშირი წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით დატოვოს
გავაკეთებ ყველაფერს, რომ ბრიტანეთმა ევროკავშირი წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით დატოვოს, – ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა გააკეთა. ანგელა მერკელის თქმით, ის პირადად არის პასუხისმგებელი, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი მოიძებნოს.
„დიდი ბრიტანეთი არის ევროპის ნაწილი. ჩვენ საუკეთესოდ ვთანამშრომლობთ როგორც შიდა, ისე უსაფრთხოების საკითხებში. დიდი ბრიტანეთი უნდა დარჩეს ჩვენს უახლოეს მოკავშირედ მომავალში. რა თქმა უნდა, ჩვენ პატივს ვცემთ ბრიტანეთის სურვილს, დატოვოს ევროკავშირი, თუმცა ამავე დროს გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ჩვენი განშორებამ მოქალაქეები არ დააზარალოს“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
ანგელა მერკელის განცხადებით, ის ყველაფერს გააკეთებს და ბოლო წუთამდე იმუშავებს, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით გავიდეს.
შეგახსენებთ, 15 იანვარს ბრიტანეთის პარლამენტმა ტერეზა მეის მიერ ბრიუსელთან შეთანხმებული ბრექსიტის გეგმას მხარი არ დაუჭირა.