ანგელა მერკელი - ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა გვაქვს ქვეყნებს შორის, 200 წლის წინ საქართველოში პირველი გერმანელები ჩამოსახლდნენ
ანგელა მერკელი - ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა გვაქვს ქვეყნებს შორის, 200 წლის წინ საქართველოში პირველი გერმანელები ჩამოსახლდნენ

ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა გვაქვს ქვეყნებს შორის, 200 წლის წინ საქართველოში პირველი გერმანელები ჩამოსახლდნენ, – ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან გაფართოებული ფორმატის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„გასულ წელს საქართველო-გერმანიის წელი ვიზეიმეთ – 25 წელი ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისა მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა.

რა თქმა უნდა, საქართველო წელს ზეიმობს თავისი პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 200 წლის წინ საქართველოში პირველი გერმანელები ჩამოსახლდნენ და ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა გვაქვს ქვეყნებს შორის. წელს საქართველო იქნება საპატიო სტუმარი ფრანკფურტის წიგნების ბაზრობაზე და მოუთმენლად ძალიან გვაინტერესებს როგორი იქნება საქართველოს წარმოდგენა იქ.

ძალიან კარგია საქართველოსა და გერმანიის ხალხებს შორის თანამშრომლობა, პარტნიორობა ვითარდება. ასევე, ძალიან ბევრი ტურისტი გერმანიიდან ჩამოდის.

ჩემთან არიან ასევე სხვადასხვა გერმანული ფირმა. თქვენ ახსენეთ საქართველოს რკინიგზისა და გერმანიის რკინიგზის ურთიერთობა. რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრმა, ჩვენ ასევე გაგვაცნო, რომ ძალიან ბევრი შანსია საქართველოსთვის განათლების სფეროში და შეგვიძლია, ბევრი გავაკეთოთ დუალური განათლების ხელშესაწყობად და ბევრი ინვესტიცია ჩავდოთ ამაში“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.