ანგელა მერკელი - დღეს შეუძლებელი იყო შეთანხმება აღმასრულებელ დონეზე რუსეთთან შეხვედრის შესახებ, თუმცა დიალოგის ფორმატი შენარჩუნებულია და ჩვენ ვმუშაობთ ამაზე
გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის თქმით, ევროკავშირის სამიტზე რუსეთთან შეხვედრაზე ამ ეტაპზე შეთანხმება არ შედგა. ამის შესახებ განცხადება მერკელმა ევროკავშირის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
„რუსეთის შესახებ დისკუსია იყო დეტალური და იოლი არ ყოფილა. ჩვენ ასევე განვსაზღვრეთ ის წინაპირობები, რომლებითაც გვსურს რუსეთთან ურთიერთობა. ახლა ფორმატების შესწავლა მოხდება და შეიქმნება, ან პირობები დაემატება დიალოგს. მოდით, ასე ვთქვათ, დღეს შეუძლებელი იყო შეთანხმება აღმასრულებელ დონეზე შეხვედრის შესახებ, თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ დიალოგის ფორმატი შენარჩუნებულია და ჩვენ ვმუშაობთ ამაზე. პირადად მე უფრო თამამი ნაბიჯის გადადგმას ვისურვებდი, თუმცა ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ“, – განაცხადა მერკელმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე რუსეთის ხელისუფლებასთან შეხვედრის ინიციატივით გერმანია და საფრანგეთი გამოდიოდნენ.