ანგელა მერკელი ბელარუსის მთავრობას რეპრესიების დასრულებისკენ მოუწოდებს
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ბელარუსის მთავრობას რეპრესიების დასრულებისკენ მოუწოდებს, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. კანცლერის თქმით, მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს ბელარუსი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის.
ანგელა მერკელმა სოლიდარობა გამოუცხადა ბელარუსელ დემონსტრანტებს, რომლებიც უკვე ნახევარი წელია, ანტისამთავრობო აქციებს მართავენ.
„მთავრობა იმის იმედზეა, რომ მსოფლიოს ამ შემთხვევაშიც დაავიწყდება ეს მამაცი ხალხი. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. გერმანია და ევროკავშირი მომავალშიც გააგრძელებენ იმ ადამიანების მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნას, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ბელარუსში ადამიანის უფლებების დარღვევაში, როგორც უკვე გავაკეთეთ სანქციების სახით“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
კანცლერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გერმანია და ევროკავშირი არ აღიარებენ ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს.