ანგელა მერკელი - ავღანელების ევაკუაციისთვის, რომლებიც გერმანიის მთავრობასთან თანამშრომლობდნენ, „თალიბანთან“ მოლაპარაკებები საჭიროა
იმ ავღანელების ევაკუაციისთვის, რომლებიც გერმანიის მთავრობასთან თანამშრომლობდნენ, „თალიბანთან“ მოლაპარაკებებია საჭირო, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა.
გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, „თალიბანთან“ ღია პოლიტიკური დიალოგის მომხრეა, რადგან ქვეყანაში ისინი ერთადერთ ძალას წარმოადგენენ.
მერკელის განცხადებით, დიალოგი ავღანეთში ჰუმანიტარული დახმარების შესვლას ხელს შეუწყობს და კარგი სიგნალია, რომ ქაბულის აეროპორტი ფრენებისთვის ისევ გაიხსნა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა გასულ კვირაში თქვა, რომ გერმანიას შეუძლია, გახსნას დიპლომატიური ოფისი ქაბულში, თუ თალიბები პატივს სცემენ „ადამიანისა და ქალების ფუნდამენტურ უფლებებს“ სხვა პირობებთან ერთად.