გერმანია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას არ გეგმავს
გერმანია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას არ გეგმავს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება არ იგეგმება, რადგან ვირუსი ისევ არსებობს.

„ჩვენ პანდემიის შუა ეტაპზე ვართ. ვირუსი აქ არის, მიუხედვად იმისა, რომ ჩვენ მას ვერ ვხედავთ. ჯერ კიდევ არ არის ვაქცინა, არც წამალი. სწორედ ამიტომ გაზრდილი მობილობის გამო, იმატა შემთხვევათა რაოდენობამ. გერმანიაში ბოლო სამ კვირაში ახალი შემთხვევების რაოდენობა გასამმაგდა. ეს ასე არ უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

გერმანიაში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 226 804 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 9 240 ადამიანი.