ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ბელარუსის ქუჩებში გამოსულ მშვიდობიან დემონსტრანტებს ევროკავშირი მხარს უჭერს
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ბელარუსის ქუჩებში გამოსულ მშვიდობიან დემონსტრანტებს ევროკავშირი მხარს უჭერს.
მისივე თქმით, აუცილებელია, ბელარუსში „ეროვნული ინკლუზიური დიალოგის“ გამართვა.
ამასთან, როგორც ანგელა მერკელმა აღნიშნა, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებლია.
„მოვუწოდებთ რეჟიმს და ალექსანდრ ლუკაშნეკოს მთავრობას, შეაჩეროს ძალადობა. ჩვენთვის გასაგებია, რომ ბელარუსმა თავად უნდა აირჩიოს გზა, რომელმაც უნდა გაიაროს ქვეყნის შიდა დიალოგზე. შიდა საქმეებში ჩარევა არ უნდა მოხდეს. მჭიდროდ ვეკონტაქტებით რუსეთს, რათა ეს არ მოხდებს. რუსეთი და ბელარუსი დაკავშირებული არიან ერთმანეთთან შეთანხმებებით, მაგრამ ჩვენ განვაცხადეთ, რომ რუსეთის მხრიდან სამხედრო ჩარევა, ცხადია, გაართულებდა ვითარებას“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
მერკელმა ასევე აღნიშნა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ მასთან სატელეფონო საუბარზე უარი თქვა.
„სამწუხაროდ, შუამავლობის საშუალებას ვერ ვხედავ, რადგან ამისთვის საჭიროა კონტაქტი ყველა მხარესთან“, – აღნიშნა მერკელმა.