ანგელა მერკელი - 10 წლის წინ მკაფიოდ მოვითხოვე რუსეთის ჯარების გაყვანა და 10 წლის შემდეგაც მხარს ვუჭერ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
10 წლის წინ მკაფიოდ მოვითხოვე რუსეთის ჯარების გაყვანა და 10 წლის შემდეგაც მხარს ვუჭერ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან გაფართოებული ფორმატის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველოში ვიმყოფები. ბოლოს აქ სტუმრად ზუსტად 10 წლის წინ ვიყავი. მაშინ ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. მკაფიოდ მოვითხოვე რუსეთის ჯარების გაყვანა და რა თქმა უნდა, 10 წლის შემდეგაც მხარს ვუჭერ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ამ კონფლიქტის გადასაჭრელად, ჩვენს წვლილს შევიტანთ ამაში“, – განაცხადა მერკელმა.