ანგელა მეკრელი საუდის არაბეთისთვის იარაღის მიყიდვასთან დაკავშირებით ემბარგოს ძალაში ტოვებს
ანგელა მეკრელი საუდის არაბეთისთვის იარაღის მიყიდვასთან დაკავშირებით არსებულ ემბარგოს ძალაში ტოვებს. როგორც „დოიჩე ველე“ იუწყება, გერმანიის კანცლერმა საკუთარი „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ წარმომადგენლების მოწოდება, ემბარგოს გაუქმებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.
ანგელა მერკელმა იორდანიის მეფესთან შეხვედრის შემდეგ განმარტა, რომ ამ მომენტისთვის გერმანიის პოზიციის შეცვლის აუცილებლობას ვერ ხედავს, რადგან სპარსეთის ყურეში არსებული დაძაბულობა დიპლომატიური გზით უნდა მოგვარდეს.
როგორც გერმანიის კანცლერმა პრესკონფერენციის დროს განაცხადა, ერ-რიადის წინააღმდეგ ემბარგო რამდენიმე სხვა მიზეზთან ერთად იემენში არსებული ვითარების გამოც არის დაწესებული, იქ კი კონფლიქტი ამ დრომდე გრძელდება. ამასთან, ანგელა მერკელის თქმით, საუდის არაბეთში ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე თავდასხმები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარებისთვის ყველა ღონე უნდა იხმარონ.
საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „არამკოს“ ობიექტებზე თავდასხმა 14 სექტემბერს განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ირანთან დაკავშირებულმა ჰუსიტებმა აიღეს, რომლებიც იემენის დედაქალაქ სანას აკონტროლებენ. საუდის არაბეთი თავდასხმაში ირანს ადანაშაულებს.