ანექსირებულ ყირიმში რუსეთის ავიაცია მასშტაბურ წვრთნებს ატარებს. სწავლება შავი ზღვის პირას მდებარე ქალაქ ფეოდოსიასთან ახლოს იმართება.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, მანევრებში 60 ავიაგამანადგურებელი, მათ შორის „მიგის“ და „სუპერჯეტ სუხოის“ ტიპის საფრენი ხომალდები, ასევე ვერტმფრენები მონაწილეობენ.
წვრთნების დროს რუსულმა თვითმფრინავებმა ჰაერში სხვადასხვა ტიპის მანევრების დემონსტრირება მოახდინეს და ბომბები ჩამოყარეს. რუსეთის სამხედრო უწყების ცნობით, წვრთნების მიმდინარეობას ნახევარკუნძულის 5000 მცხოვრები ადევნებდა თვალს.
რუსეთის ავიაციის წვრთნები 9 ივნისამდე გაგრძელდება.