ანდრიუს კუბილიუსი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მივულოცე 2024 წლის გეგმის წარდგენა, რომელიც წევრობის მოთხოვნას უკავშირდება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მივულოცე 2024 წლის გეგმის წარდგენა, რომელიც წევრობის მოთხოვნას უკავშირდება, – ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილისუმა განაცხადა.
კუბილიუსმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მოთხოვნას გაწევრიანების თაობაზე ევროკავშირი პოზიტიურად უპასუხებს.
„სასიამოვნო იყო მილოცვა, რომ ასოცირებულ სამეულთან დაკავშირებით რაღაცები ხდება და მინისტრები ჩამოვიდნენ ნამდვილად ამბიციური გეგმით. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მივულოცე 2024 წლის გეგმის წარდგენა, რომელიც წევრობის მოთხოვნას უკავშირდება. ჩვენ ახლა გვჭირდება მოვემზადოთ, თუ რა იქნება ჩვენი პასუხი, ვიმედოვნებ, ეს პასუხი პოზიტიური იქნება. უნდა მოვემზადოთ, რა იქნება საჭირო ამის გასაკეთებლად.
ვფიქრობ, ეს ფორმატი ნამდვილად ჩამოყალიბდა. ვიმედოვნებ, რომ სამეულის სამიტი, როგორც შარლ მიშელი დაგვპირდა, პერიოდულად გაიმართება. ჩვენ ვიხედებით, თუ როგორ წავიდეთ წინ. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ჩატარებამდე, ვფიქრობ, სამეულის სამიტი გაიმართება. სწორედ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი პოლიტიკურ დღის წესრიგზე საუბარი. სამიტის ჩატარებამდე ევროკომისია ტექნიკურ საკითხებზე იმსჯელებს, თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი. როგორც ასოცირებული სამეულიდან, ასევე ჩვენგან საჭიროა ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი, თუ რისი გაკეთება გახდება შესაძლებელი მომდევნო ათწლეულის განმავლობაში“, – განაცხადა კუბილიუსმა.