ანდრიუს კუბილიუსი - მოდით, უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას მივცეთ უფრო მკაფიო გზა ინტეგრაციისკენ
მოდით, უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას მივცეთ უფრო მკაფიო გზა ინტეგრაციისკენ, – ამ სიტყვებით ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა დეპუტატებს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.
მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა იზრუნოს აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნების უსაფრთხოებაზე.
„ევროკავშირმა უნდა იზრუნოს აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნების და უპირველეს ყოვლისა, უკრაინის უსაფრთხოებაზე. მოდით, შევთავაზოთ მათ ის, რასაც ზოგი ექსპერტი უწოდებს ევროკავშირის უსაფრთხოების პარტნიორობას ან უსაფრთხოების კომპაქტს. მოდით, სამ ასოცირებულ წევრ ქვეყანას, უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას მივცეთ უფრო მკაფიო გზა ინტეგრაციისკენ. შესაძლოა, ეს იყოს ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტის, რომანო პროდის მიერ წარმოდგენილი ფორმულა, რომელიც გულისხმობს ამ სამი ქვეყნისთვის ყველა სარგებლის შეთავაზებას, გარდა ევროკავშირის ინსტიტუტების წევრობისა. ამ სამი ქვეყნის ინტეგრაცია მოიტანს ეკონომიკურ ზრდას, სტაბილურობას და დემოკრატიის განმტკიცებას. ეს იქნებოდა კარგი მაგალითი რუსი ხალხისთვის. ასევე, მოდით, აშშ-სთან ერთად შევიმუშაოთ დემოკრატიის დაცვის მექანიზმი, რაც მოიცავს მკაფიო სანქციების დაწესებას, თუ ადგილი აქვს ადამიანის უფლებების დარღვევებს, არჩევნების მოპარვის მცდელობას და ფულის გათეთრებას“, – განაცხადა კუბილიუსმა.