ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დიალოგი კრიზისიდან გამოსვლის შესაძლებლობას იძლევა
ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დიალოგი კრიზისიდან გამოსვლის შესაძლებლობას იძლევა

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, არჩევნები მეტად დაბალანსებული და პროპორციული იყოს.

ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, ამისთვის  მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევაა საჭირო. ანდრიუს კუბილიუსი დიალოგის პროცესს მიესალმება.

„ეს დამოკიდებულია პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე. ვფიქრობ, ყველაზე მეტად მნიშვნელვანია, რომ არჩევნები იყოს უფრო მეტად დაბალანსებული და პროპორციული. და ამისთვის საჭიროა, მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევა. ახლა ჩვენ ვხედავთ ამისკენ საკმაოდ დიდ ტენდენციას. პრობლემები, რომლებიც შეიქმნა მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ, ან სულ მცირე ამ პარტიის ნაწილმა უარი თქვა დაპირების შესრულებაზე, ნამდვილად იყო ძალიან ცუდი სიგნალი. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ დიალოგი იძლევა ამ კრიზისიდან გამოსვლის შესაძლებლობას, თუმცა, რა თქმა უნდა, დიალოგმა უნდა მოიტანოს ხელშესახები შედეგი. ამისთვის იქნება საჭირო საარჩევნო კანონმდელობის გარკვეული მოდიფიცირება, არ ვიცი რა დრო დასჭირდება ამას, თუმცა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელივანი იქნება, შედეგები“ ,- განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

ამასთან, ანდრიუს კუბილიუსის თქმით, მნიშვნელოვანია, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის  გუშინდელი შეხვედრის თაობაზე უფრო დეტალური ინფორმაცია მიიღონ.

„თუმცა, რაც უკვე გავიგეთ, პოზიტიურად ჟღერს, რადგან ორივე მხარე შეთანხმდა, მოძებნოს შესაძლებლობა, თუ როგორ მიიღოს უფრო მეტი პროპორციული და უფრო მეტად დაბალანსებული საარჩევნო სისტემა, რომელსაც მოჰყვება ალბათ უფრო მეტად დაბალანსებული შედეგები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, აღმოსავლეთ პაეტნიორობის ქვეყნებისთვის, როგორც კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ამგვარი პრობლემებისა და პოლიტიკური კრიზისის მოგვარება. ეს კარგი სიგნალია მთელი ევროპისთვის, რადგან აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა ძალიან მნიშვნელივანია არა მხოლოდ ამ პროგრამის მონაწილე ქვეყნებისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში პროგრესი ძალიან არის დამოკიდებული ამ ქვეყნების გამჭვირვალე, ძლიერ, დემოკრატიულ განვითარებაზე“ ,- განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.