ანდრიუს კალინდრა - მოლოდინი გვაქვს, რომ კანდიდატის სტატუსის თაობაზე ისეთი გადაწყვეტილება იქნება, რომელიც ეხმიანება საქართველოს მოსახლეობის კონსოლიდაციას ევროპულ მომავალთან დაკავშირებით
მოლოდინი გვაქვს, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით იქნება ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ეხმიანება საქართველოს მოსახლეობის კონსოლიდაციას ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გაწევრიანების მოლაპარაკებები მალე დაიწყოს, – ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერები სამი კვირის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით.
„უკვე სამი კვირა დარჩა. ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერები მიიღებენ გადაწყვეტილებას. მოლოდინი გვაქვს, რომ ეს იქნება ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ეხმიანება საქართველოს მოსახლეობის კონსოლიდაციას ევროპულ მომავალთან დაკავშირებით და ჩვენ ასევე ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გაწევრიანების მოლაპარაკებები მალე დაიწყოს. ცხრა დათქმა, რაც საქართველოს შესასრულებელი აქვს, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ევროპული საბჭო სამი კვირის თავზე შეაფასებს, რამდენად შესრულდა, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნაბიჯების განხორციელება და გადადგმა არ არის სასიკეთო მხოლოდ მთავრობისთვის ან პოლიტიკოსებისთვის, ეს არის ყველა მოქალაქისთვის სასარგებლო პროცესი“, – განაცხადა ანდრიუს კალინდრამ.