ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ყინწვისში მომხდართან დაკავშირებით რაიმე სახის გადაწყვეტილება ეპარქიაში უნდა მიიღონ
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ყინწვისში მომხდართან დაკავშირებით რაიმე სახის გადაწყვეტილება ეპარქიაში უნდა მიიღონ.
კითხვაზე, მიიღო თუ არა საპატრიარქომ რაიმე გადაწყვეტილება ყინწვისში მომხდართან დაკავშირებით, ჯაღმაიძემ აღნიშნა, რომ საპატრიარქო ამ საკითხში ვერ ჩაერევა.
„ჯერ თავად ეპარქიაში უნდა იქნას გადაწყვეტილება მიღებული. საპატრიარქო ამაზე ვერ იმსჯელებს. საპატრიარქო ვერ ჩაერევა ამაში. ეს შესაძლებელია, ან თავად ეპარქიის მღვდელმთავარმა, ან სინოდმა. შეუძლია ეპარქიის ხელმღვანელს სინოდზე გამოიტანოს ეს საკითხი“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.