ანდრია ფუტკარაძე - ჩემი სიზმარი ახდა, ამ გამარჯვებას ვუძღვნი დედას და ყველა ქართველს, მთელ საქართველოს
ანდრია ფუტკარაძე - ჩემი სიზმარი ახდა, ამ გამარჯვებას ვუძღვნი დედას და ყველა ქართველს, მთელ საქართველოს

ჩემი სიზმარი ახდა, ამ გამარჯვებას ვუძღვნი დედას და ყველა ქართველს, მთელ საქართველოს, – ამის შესახებ საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულმა, ანდრია ფუტკარაძემ საქართველოს პირველ არხთან საუბარში განაცხადა.

როგორც ანდრია ფუტკარაძემ განაცხადა, მისთვის ამაღელვებელია, იყოს საბავშვო ევროვიზიის გამარჯვეული.

„ძალიან გახარებული ვარ. ჩემთვის დიდი ემოციებია. ცოტა შეშფოთებულიც ვარ. სიზმარი მგონია და ჩემი სიზმარი ახდა. ამ გამარჯვებას ვუძღვნი დედას და ყველა ქართველს, მთელ საქართველოს“, – განაცხადა ანდრია ფუტკარაძემ.

ანდრია ფუტკარაძემ 239 ქულით საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე მეოთხე გამარჯვება მოუტანა. ამ შედეგით საქართველო კონკურსის რეკორდსმენია.

ანდრია ფუტკარაძემ ჟიურისგან 180 ქულა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 59 ქულა. ანდრია ფუტკარაძე მაყურებლის წინაშე სიმღერით To My Mom წარდგა.

საბავშვო ევროვიზია 2024 ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართა, რომელშიც 17 ქვეყანა მონაწილეობდა.