ანდრეი პილდეგოვიჩი - ლატვია მხარს უჭერს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგსა და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას
ლატვია მხარს უჭერს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს და საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. ლატვიის გამოცდილების გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ ეს საუკეთესო გზაა ქვეყნის შემდგომი განვითარებისა და მშვიდობის მშენებლობისათვის, – ამის შესახებ ლატვიის სახელმწიფო მდივანმა ანდრეი პილდეგოვიჩმა გაერო-ში საქართველოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მდგომარეობას ეხებოდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ლატვიის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა და დაგმო ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის ქმედებები.