ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთთან საზღვარზე მდებარე კიდევ ერთ სოფელში აღმართეს დროშა
ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთთან საზღვარზე მდებარე კიდევ ერთ სოფელში აღმართეს დროშა

უკრაინელმა სამხედროებმა უკრაინის დროშა ხარკოვის ოლქში რუსეთთან საზღვარზე მდებარე კიდევ ერთ სოფელში აღმართეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ავრცელებს. კერძოდ, უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი დაამყარეს სოფელ ტერნოვაიაზე.

​ერმაკმატელეგრამ“ არხში გამოაქვეყნა მე-14 მექანიზირებული ბრიგადის მებრძოლის ვიდეო, რომელმაც სოფელ ტერნოვაიაში დროშა აღმართა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთთან სახელმწიფო საზღვარს მიაღწიეს.