ანდრეი ერმაკი - ვლადიმერ პუტინის დაპატიმრება შესაძლებელია იმ ქვეყნების ტერიტორიაზე, რომლებმაც რომის ქარტიის რატიფიცირება განახორციელეს
ანდრეი ერმაკი - ვლადიმერ პუტინის დაპატიმრება შესაძლებელია იმ ქვეყნების ტერიტორიაზე, რომლებმაც რომის ქარტიის რატიფიცირება განახორციელეს

პუტინის დაპატიმრება შესაძლებელია იმ ქვეყნების ტერიტორიაზე, რომლებმაც რომის ქარტიის რატიფიცირება განახორციელეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

„ასევე, არსებობს უკრაინის საკოორდინაციო საბჭო ბავშვთა დაცვისა და უსაფრთხოებისთვის, რომლის ამოცანაა, შეაჩეროს უკრაინიდან ბავშვების იძულებითი გადაყვანა ან დეპორტაცია რუსეთის ფედერაციაში, ოჯახებში დაბრუნება, ასევე გაერთიანება ბავშვის ინტერესებისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. უკრაინაში გამოძიების პროცესში დაფიქსირდა ბავშვების იძულებითი დეპორტაციის 16 000-ზე მეტი შემთხვევა. რეალური რიცხვები, შეიძლება, ბევრჯერ მეტი იყოს. 308 ბავშვის დაბრუნება მოხერხდა. ეს საკმაოდ რთული პროცესია, მაგრამ ჩვენ ამაზე ვმუშაობთ“, – განაცხადა ანდრეი ერმაკმა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეების გადაწყვეტილებით, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში ომის დანაშაულების ჩადენაშია ეჭვმიტანილი.