ანდრეი ერმაკი - „გამარჯვების გეგმასთან“ დაკავშირებით პარტნიორებისგან კონკრეტული პასუხი რაც შეიძლება მალე გვჭირდება
კიევი „გამარჯვების გეგმასთან“ დაკავშირებით პარტნიორებისგან კონკრეტულ პასუხებს, რაც შეიძლება მალე ელოდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა ტელემარათონის დროს განაცხადა.
„მთავარია, არის დიდი ყურადღება და ჩვენს პარტნიორებს ესმით ამ გეგმის ლოგიკა. ვფიქრობ, მთლად რეალური არ იქნებოდა, რომ მყისიერად მიგვეღო რამე პასუხი, რადგან ჩვენ პასუხი გვჭირდება ძალიან კონკრეტული, ნებისმიერი კონკრეტიკა კი, დროს საჭიროებს. ყველას გვესმის, რომ ეს დრო ჩვენთვის აღირიცხება არა დღეებით, არამედ საათებით. უპირობოდ, ჩვენ ველოდებით „ფიდბეკს“, რაც შეიძლება მალე, კონკრეტული ნაბიჯების სახით“, – განაცხადა ერმაკმა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის თქმით, დასავლელ მოკავშირეებთან საუბარი იყო ღრმა და საგნობრივი, პარტნიორებს ესმით, რისთვის არის ეს „გამარჯვების გეგმა“.
შეგახსენებთ, გასულ დღეებში უკრაინის პრეზიდენტი ვიზიტებით ლონდონში, პარიზში, რომსა და ბერლინში იმყოფებოდა, სადაც „გამარჯვების გეგმის“ დეტალები წარადგინა.