ანდრეი ერმაკი და პიტერ სიიარტო მომავალ კვირაში შეხვედრას გამართავენ
ანდრეი ერმაკი და პიტერ სიიარტო მომავალ კვირაში შეხვედრას გამართავენ

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო მომავალ კვირაში შეხვედრას გამართავენ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი, ერმაკმა და სიიარტომ სატელეფონო საუბრისას ორმხრივი ურთიერთობები და მათი შემდგომი განვითარების გზები განიხილეს.

„პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მომავალ კვირაში ორმხრივი შეხვედრის გამართვაზე შეთანხმდნენ“, – აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ამასთან, ანდრეი ერმაკი და პიტერ სიიარტო შეთანხმდნენ რეგულარული კომუნიკაციის შენარჩუნებაზე „ორმხრივი დღის წესრიგის ყველაზე რთული საკითხების“ გადასაჭრელად.