ანდრეი ერმაკი - ამერიკული დახმარების გაჭიანურებით, იქმნება საფრთხე, რომ უკრაინა რუსეთთან ომს წააგებს
კიევმა მოუწოდა აშშ-ს კონგრესს, რაც შეიძლება მალე დაუჭიროს მხარი უკრაინის დახმარების პაკეტს, რადგან კიევისთვის ამერიკული დახმარების მიწოდების გაჭიანურებით იქმნება საფრთხე, რომ უკრაინა რუსეთთან ომს წააგებს.
ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ავრცელებს.
„დიდი რისკი იქნება, რომ ჩვენ დავრჩებით იმავე პოზიციაზე, რომელშიც ახლა ვართ და, რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელს გახდის უკრაინის ტერიტორიების გათავისუფლების მცდელობების გაგრძელებას, ეს შექმნის ამ ომის წაგების დიდ რისკს“, – აღნიშნა ერმაკმა.