ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ პოლონეთი უკრაინას 14 „ლეოპარდთან“ ერთად, PT-91-ის ტიპის 60 ტანკს გადასცემს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ პოლონეთი უკრაინას „ლეოპარდ 2“-ის 14 ერთეულთან ერთად, PT-91-ის ტიპის 60 ტანკს გადასცემს. ამის შესახებ ერმაკმა საკუთარ „ტელეგრამზე“ დაწერა.
„მადლობა მოკავშირეებს. გავანადგურებთ მტერს“, – დაწერა ერმაკმა.
უკრაინის არმიისთვის ტანკების გადაცემის შესახებ კანადურ მედიასთან პოლონეთის პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა.
„ჩვენ ვცდილობთ, ვიყოთ მაგალითი. პოლონეთმა ნახევარი წლის წინ პირველმა გაგზავნა 250 ტანკი. დასავლეთ ევროპაში ჩვენს პარტნიორებს ვუთხარით, რამდენი ტანკი გადავეცით უკვე და რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ ომში თანამედროვე ტანკების ფლობა. რუსებს საწყობებში რამდენიმე ათასი, ზოგიერთი მონაცემით კი, 15 ათასზე მეტი ტანკი აქვთ“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრა, მატეუშ მორავეცკიმ.