ანდრეას ნორლენი - ჩვენ ვხედავთ, რომ პრობლემებით აღსავსე რეგიონში საქართველოს აქვს დემოკრატია
ჩვენ ვხედავთ, რომ პრობლემებით აღსავსე რეგიონში საქართველოს აქვს დემოკრატია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარე ანდრეას ნორლენიმ განაცხადა.
მისი თქმით, ვიზიტით ხდება იმის დემონსტრირება, რომ შვედეთი მხარს უჭერს დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს.
„ჩვენი ვიზიტით ჩვენ ვახდენთ დემონსტრირებას, რომ შვედეთი მხარს უჭერს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებებს. ჩვენ ვხედავთ, რომ პრობლემებით აღსავსე რეგიონში საქართველოს აქვს დემოკრატია. გვინდა, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ საქართველოს მხარდაჭერა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და დემოკრატიულად არჩეული პარლამენტის მიმართ, ასევე დემოკრატიული კულტურისადმი ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ანდრეას ნორლენიმ არჩილ თალაკვაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
ამასთან, მისი თქმით, საქართველოსა და შვედეთს აერთიანებს ისიც, რომ საქართველო პირველი რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს აღნიშნავს და შვედეთიც აღნიშნავს დემოკრატიის 100 წლისთავს.