ანდრეა გაუდენცი -ჩვენ არ ვმალავთ, წინ ურთულესი სეზონია
ანდრეა გაუდენცი -ჩვენ არ ვმალავთ, წინ ურთულესი სეზონია

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტმა (ATP), ანდრეა გაუდენციმ ახალი კორონავირუსის გამო ჩოგბურთში შექმნილ რთულ ვითარებაზე ისაუბრა.

„ჩვენ მიმდინარე სეზონის უკვე 50-მდე კალენდარი შევადგინეთ, ისინი ყოველ კვირას იცვლება, ადრე თუ გვიან საბოლოო ვარიანტს მაინც შევიმუშავებთ. ნებისმიერ შემთხვევაში იმისთვის, რომ ტურნირი ჩატარდეს, მის ორგანიზატორებს 6-8 კვირა სჭირდებათ მოსამზადებელი სამუშაოებისთვის. ისინი ჩვენგან თანხმობას მოითხოვენ, რაც დღევანდელი მდგომარეობით რთულად პროგნოზირებადია – ციტირებს გაუდენცის სიტყვებს „საჩოგბურთო უიქენდი“ (Tennis Weekend).

„პირადად მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იმის თაობაზე, რომ ზაფხულში ჩოგბურთი ამერიკაში განახლდეს, ხოლო შემდეგ „როლან გაროსამდე“ რამდენიმე თიხის ტურნირი ჩატარდეს. ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ტურნირი ჩავატაროთ ლონდონში დაგეგმილ წლის შემაჯამებელ გათამაშებამდე, რითაც სამი დიდი სლემის და შვიდი მასტერსის ტურნირის გადარჩენას შევძლებთ. ამ შემთხვევაში ჩვენ 80% სარეიტინგო ქულებს შევინარჩუნებთ. ამერიკის ღია პირველობის გადადებით დიდ პრობლემებს წავაწყდებით, ხოლო წლის შემაჯამებელი ტურნირის ჩაშლით პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია (ATP) სერიოზულ ფინანსური ზარალს ნახავს. ტურნირები სამ ძირითად გარემოებაზეა დამოკიდებული: ეს არის ბილეთების გაყიდვიდან მიღებული თანხები, რომელიც მიმნდინარე სეზონში ძალიან ჩავარდა. ტელეტრანსლიაციების უფლებები, რომლებიც ტურნირების უმაყურებლოდ ჩატარების შემთხვევაში შემოსავალს ასე თუ ისე მაინც მოიტანს და სპონსორები, ვისთანაც ინტენსიური მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ჩვენ რეალურად ჯერჯერობით არანაირი პროდუქტის შეთავაზება არ შეგვიძლია. არ ვმალავთ, რომ ეს კოშმარული წელი იქნება“ – აცხადებს გაუდენცი.