ანდერსონ სილვა ადასტურებს, რომ ურაია ჰოლთან ბრძოლა მის კარიერაში უკანასკნელი იქნება
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ლეგენდარული მებრძოლი ანდერსონ სილვა ასაკის მიუხედავად ოქტაგონზე კვლავ გავა. 45 წლის ვეტერანი ბრაზილიელი ურაია ჰოლს დაუპირისპირდება. სილვას განცხადებით აღნიშნული ორთაბრძოლა მის დაუვიწყარ კარიერაში უკანასკნელი იქნება.
ამჟამად ანდერსონი UFC-ის მებრძოლებს შორის ყველაზე ასაკოვანი სპორტსმენია, აქედან გამომდინარე მისი აქტიური სპორტიდან წასვლა ფანებისთვის სიურპრიზი არ უნდა იყოს.
„დიდი ალბათობით, ეს იქნება ჩემი ბოლო ბრძოლა. აქედან გამომდინარე, ამ დაპირისპირებისთვის განსაკუთრებით ვემზადები. ჩემი გუნდი ყველაფერს აკეთებს, რომ ბრძოლის დღეს საუკეთესო ფორმაში ვიყო.“
ანდერსონ სილვა UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონი 2006 წელს გახდა. სატიტულო ბრძოლაში მან რიჩ ფრანკლინი ნოკაუტით დაამარცხა. ლეგენდარული ბრაზილიელი ჩემპიონი ქამარს 2013 წლამდე არ თმობდა. პირველი სატიტულო მარცხი მან კრის ვაიდმანთან განიცადა. მას ეკუთვნის ორგანიზაციის რამდენიმე რეკორდი, მათ შორის ზედიზედ 16 მოგებული ბრძოლა.