ანასტასია ვასაძის და „რანინას“ მონაწილეების შთამბეჭდავი გამოსვლა საბავშვო ევროვიზიაზე [ვიდეო]
საბავშვო ევროვიზია 2023-ის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ანასტასია ვასაძე და „რანინას“ მონაწილეები – ოთო ბაზერაშვილი და ნიკოლოზ ხარატი მეათე ნომრად გამოვიდნენ.
ანასტასია ვასაძემ, „რანინას“ მონაწილეებთან ერთად, სიმღერა Over The Sky შეასრულა.
ევროვიზიის სცენაზე კიდევ ორი მოცეკვავე, ნიტა ჯამაგიძე და ბარბარე ქაჯაია გამოვიდნენ.
საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში რიგით 21-ე საბავშვო ევროვიზიაში 16 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.
წლევანდელი საბავშვო ევროფესტივალი ესპანეთის წარმომადგენელმა გახსნა და ნიდერლანდების წარმომადგენელი დახურავს.
საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე ონლაინ ხმის მიცემა 24 ნოემბრის 23:00 საათიდან არის შესაძლებელი ევროვიზიის ოფიციალურ ებგვერდზე vote.Junioreurovision.tv
პირდაპირი ეთერის მსვლელობის დროს ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ 20 წუთით, მას შემდეგ, რაც ყველა საკონკურსო სიმღერა შესრულდება. საქართველოს წარმომადგენელთან ერთად, შეგიძლია, ხმა მისცე კიდევ ორ კონკურსანტს. შენი ხმა განსაზღვრავს საბოლოო შედეგის ნახევარს, მეორე ნახევარს კი ჟიური გადაწყვეტს. გაიმარჯვებს ის სიმღერა, რომელიც ყველაზე მაღალ ქულას მიიღებს.
ტრადიციულად, საბავშვო ევროვიზიის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ახორციელებს.