საქართველოს ისტორიაში პირველი ძალოსანი ქალი, მსოფლიო ჩემპიონი ანასტასია გოტფრიდი, კიდევ ერთი ტიტულის მფლობელი გახდა: მას 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი გადაეცა.
ნორვეგიაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ოქროს მედალი სომეხმა სპორტსმენმა მოიპოვა, ანტიდოპინგური წესების დარღვევის გამო, მას ჩემპიონის ტიტული ჩამოერთვა, რომელიც მომდევნო სპორტსმენს, ვერცხლის მედალოსანს, საქართველოს ნაკრების წევრს ანასტასია გოტფრიდს გადაეცა.
ამგვარად გოტფრიდი ევროპის ორგზის ჩემპიონი გახდა.